ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშე ვაისთან - ვინ გადავიდა "სლოვანში"

17-06-2021, 18:28

რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯაბა კანკავა კარიერას "სლოვან ბრატისლავაში" გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკურ კლუბს სათავეში "ჯვაროსნების" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი უდგას.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "სლოვანში" კიდევ ერთ ქართველს, გურამ კაშიას ვიხილავთ, რომელმაც გასული სეზონი თბილისის "ლოკომოტივში" ჩაატარა.

რაც შეეხება ჯაბას, 35 წლის ნახევარმცველი წინა სეზონში ფრანგული "ვალანსიენის" ღირსებას იცავდა. მან გუნდის მაისურით 16 მატჩი ჩაატარა და რამდენჯერმე თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დასახელდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით