"კალაძე დიდი პოლიტიკოსი გახდა, მე კი ამიტომ ვთქვი უარი" - შევჩენკოს საინტერესო განცხადება

17-06-2021, 23:37

ევრო 2020-ის ერთ-ერთი ყველაზე თვალსასეირო ნაკრები უკრაინის ეროვნული გუნდი გახლავთ, რომელსაც სათავეში ლეგენდარული ანდრეი შევჩენკო უდგას.

ანდრეი უკრაინელებს 2016 წლიდან წვრთნის და მან საკმაოდ სიმპათიური გუნდიც დააყენა, თუმცა ფეხბურთელობასა და მწვრთნელობას შორის, შევამ პოლიტიკოსობაც მოასწრო.

2012 წელს, საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან ძალიან ცოტა ხანში, ანდრეი შეუერთდა პარტის "უკრაინა წინ". პოლიტიკურმა მოძრაობამ საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ვეტერანმა მოთამაშემ იგი დატოვა და საერთოდაც, პოლიტიკას ჩამოშორდა.

ცხოვრების ამ ეტაპის შესახებ შევჩენკო იტალიურ მედია-საშუალებას ესაუბრა და განცხადებაში თავისი ყოფილი თანაგუნდელი, კახა კალაძეც ახსენა.

"უკრაინა ახალგაზრდა ქვეყანაა. აქ შედარებით გამოუცდელ პოლიტიკოსებზე დიდი მოთხოვნაა და არ აქვს მნიშვნელობა, მათ ზურგს თუნდაც სპორტული კარიერა რომ უმაგრებდეთ. თანდათანობით, მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოშიც დამკვიდრდა. პოლიტიკაში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი და ამ საქმიანობით სიამოვნებას ვერ ვიღებდი.

საქართველოში, ჩემი ყოფილი თანაგუნდელი, კახა კალაძე წარმატებული პრეზიდენტი გახდა. ჟორჟ ვეამ ლიბერიის პრეზიდენტობა მოიპოვა. ცვალებად მსოფლიოს ყოველ წუთს მოაქვს ახალი შესაძლებლობები, მაგრამ პოლიტიკა ჩემს საქმედ ვერ იქცა."
- თქვა ლეგენდარულმა ფორვარდმა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით