ხორვატი ფანი “დინამოს“ ქომაგს გამოეხმაურა:“შენი ნარკომოვაჭრის ნომერი მომეცი“

15-07-2016, 19:09

ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა, რომელიც ქალაქ ნიონში გაიმართა. ცნობილი გახდა გუნდების მეტოქეების ვინაობა, მათ შორის თბილისის "დინამოსი", რომელიც "ვარდარსა" და ზაგრების "დინამოს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ხორვატულმა კლუბმა პირველ მატჩში გასვლაზე 2-1 დაამარცხა მეტოქე. როგორც მოგეხსენებათ, თბილისელებმა "ალაშკერტი" დინამო არენაზე 2-0 დაამარცხეს და შემდეგი ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს. სოციალურ ქსელში კი ქართველებმა სავარაუდო პროგნოზების დაწერა დაიწყეს, რასაც "ზაგრების" ერთ-ერთი გულშემატკივრის სახალისო გამოხმაურება მოჰყვა. მან ერთ-ერთ ქართველს შემდეგნაირად უპასუხა: "შენი ნარკომოვაჭრის ნომერი მომეცი".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით