"ამ გუნდთან მაკავშირებს სიყვარული" - დონარუმა "მილანს" დაემშვიდობა

15-07-2021, 17:03

ჯანლუიჯი დონარუმამ "მილანს" გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა:

"არსებობს რთულად მისაღები გადაწყვეტილებები, რომლებიც ადამიანის ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია. "მილანში" ძალიან პატარა მოვედი და 8 წლის განმავლობაში ამ მაისურს უდიდესი სიამაყით ვატარებდი. ვიბრძოდით, ვწვალობდით, ვიმარჯვებდით, ვტიროდით და აღვნიშნავდით იმ ადამიანებთან ერთად, რომელიც ამ დიდი ოჯახის წევრები არიან და იმ ქომეგებთან ერთად, რომლებიც "მილანის" განუყოფელი ნაწილია"

"მილანის" მაისურით დავამყარე პერსონალური, ძალიან მნიშვნელოვანი რეკორდები, როგორიც 16 წლის ასაკში სერია ა-ში დებიუტია, აქ ის წლები გავატარე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება"

"ახლა დამშვიდობების დრო მოვიდა. როგორ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე, რა სირთულე გამოვიარე ვერასდროს ავხსნი, რადგან ასეთი რთული, სენტიმენტალური და სიღრმისეული გრძნობების სიტყვებით გადმოცემა ძნელია"

"ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ცვლილებები საჭიროა, საჭიროა იპოვნო ახალი გამოწვევები, რომელიც  ზრდასა და განვითარებაში დაგეხმარება"

"ყველა "შავ-წითელი", რომელსაც აქ შევხვდი, სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში, როგორც უმნიშვნელოვანესი ადამიანები ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში და დიდი თავგადასავლის ფუნდამენტები"

"მილანს მთელი გულით ვუსურვებ ყველა შესაძლო წარმატებას, რადგან ამ გუნდთან მაკავშირებს სიყვარული - გრძნობა, რომელსაც დრო და მანძილი ვერაფერს აკლებს", - წერს დონარუმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით