ცნობილია - რაზე საუბრობდნენ მესი და ნეიმარი ფინალის შემდეგ

17-07-2021, 14:36

კოპა ამერიკის 2021 წლის გათამაშების ფინალიდან, სადაც არგენტინის ნაკრებმა ბრაზილიის ეროვნული გუნდი უდაძაბულეს ბრძოლაში დაამარცხა, ლამის ერთი კვირა გავიდა, თუმცა ის ემოციები, რაც ამ მატჩსს თან ახლდა, ჯერ ისევ ბობოქრობს.

ფინალის შემდეგ გადაღებულმა კადრებმა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სხედან ერთმანეთის გვერდი-გვერდ მოედანზე მეტოქეები, თუმცა მის მიღმა საუკეთესო მეგობრები -  ლეო მესი და ნეიმარ ჟუნიორი, მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.

ამ ფოტოს შესახებ კითხვა "პარი სენ ჟერმენისა" და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველს, ლეანდრო პარედესს დაუსვეს. ახალგაზრდა შუახაზელს ჰკითხეს თუ რაზე საუბრობდნენ მისი თანაგუნდელები.

"ჩვენ ფინალზე არ გვისაუბრია.

ვისაუბრეთ იმაზე, როგორ ვიყავით, რა ხდებოდა ოჯახში, რას ვაპირებდით არდადეგებებზე და როგორი იყო გასული 45 დღე. ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე თავად ფინალი.

ასეთი რაღაც კიდევ უფრო კარგად გახვედრებს, თუ როგორი ადამიანები არიან ლეო და ნეიმარი. ვარსკვლავობის მიუხედავად, მათ აქვთ თვისებები, რათა მსგავსი ფინალის მერე დასხდნენ და სხვა თემებზე ისაუბრონ." - თქვა პარედესმა.

შეგახსენებთ, რომ ფინალი "ალბისელესტემ" ანხელ დი მარიას გოლით მოიგო, საგოლე პასი კი მას როდრიგო დე პაულმა გაუკეთა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით