ითამაშებს თუ არა მესი "პსჟ"-ში - პარედესმა ყველაფერს ფარდა ახადა

18-07-2021, 22:32

"პარი სენ-ჟერმენის" და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა ESPN-თან ლიონელ მესის მომავლის შესახებ ისაუბრა.

"კლუბში ძალიან დიდი საუბარი წარმოიშვა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიონელ მესი შესაძლოა, პარი-სენ ჟერმენის რიგებში გადმოსულიყო.

ვოცნებობდი, რომ ლეო ჩვენთან გადმოსულიყო, თუმცა ეს რა თქმა უნდა, არ მოხდება. იმედი მაქვს, მას მოსწონს ის კლუბი, სადაც ახლა თამაშობს"
, - განაცხადა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, პარედესი და მესი არგენტინის ნაკრების ღირსებას იცავდნენ და კოპა ამერიკის ჩემპიონობაც მოიპოვეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით