პაბლო სარაბიასთვის ბრძოლაში "ატლეტიკო" ერთვება

19-07-2021, 16:57

ბოლო ცნობების თანახმად, მადრიდის "ატლეტიკო" "პარი სენ ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველის, პაბლო სარაბიასთვის ბრძოლაში ჩაერთო.

აღნიშნულ ინფორმაციას Le Parisien (AS-ზე დაყრდნობით) ავრცელებს და დასძენს, რომ სერხიო რამოსის, აშრაფ ჰაკირის, ჯანლუიჯი დონარუმასა და ჯინი ვეინალდუმის ტრანსფერების შემდეგ პარიზელებმა გადაწყვიტეს, ფეხბურთელების გაყიდვაც დაიწყონ.

მიუხედავად იმისა, რომ 29 წლის ესპანელს "პსჟ-სთან" კიდევ 3 საკონტრაქტო წელიწადი აკავშირებს, ფინანსების დაბალანსებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე სწორედ პაბლო შეეწირება.
 
ფრანგული გამოცემის თანახმად, სარაბიათი რომის "ლაციო" და მილანის "ინტერიც" ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი პარიზულ კლუბს 2019 წელს შეუერთდა და მის სანაცვლოდ "სევილიამ" 16.2 მილიონი ევრო მიიღო. სარაბიამ "პსჟ-ს" მაისურით 77 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 21 გოლი, გააკეთა 12 ასისტი და მოიგო 6 ტიტული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით