"პსჟ" გაჩერებას არ აპირებს - პარიზელები პოგბასთან კონტრაქტს ათანხმებენ

20-07-2021, 14:12

ძალიან სანდო ფრანგული გამოცემა L'Equipe ახალ ინფორმაციას ავრცელებს პოლ პოგბას მომავლის შესახებ.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგმა ნახევარმცველმა უკვე თითქმის შეათანხმა კონტრაქტის პირობები "პარი სენ-ჟერმთან", მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.

წინ კი მხოლოდ 2 ვარიანტია : ფრანგული კლუბი ან ამ ზაფხულს შეიძენს პოგბას, ან მომდევნო სეზონის ბოლოს უფასოდ დაიმატებს.

შეთანხმების მიუხედავად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ისევ შეეცდება პოგბასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და მის შენარჩუნებას.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით