რამდენ მედალს აიღებს საქართველო ოლიმპიადაზე ანალიტიკოსების პროგნოზით

20-07-2021, 21:59

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა კარს მოგვადგა. ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ყოველთვის საკმაოდ რესპექტაბელური შედეგებით გამოირჩევიან ხოლმე - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 1 ოლიმპიადაზე ყველაზე შედეგიანი მაჩვენებელი 7 მედალი იყო.

Gracenote-ს ანალიტიკოსების ვარაუდით, იაპონიაში ჩასატარებელი ოლიმპიადა ყველაზე წარმატებული იქნება - ანალიტიკური კომპანია 10 მედალს გვიწინასწარმეტყველებს.

ისინი თვლიან, რომ ქართველები 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს სინჯის მედალს მოიპოვებენ, გუნდურ ჩათვლაში კი 29-ე პოზიციას დაიკავებენ. ანალიტიკოსები სპორტსმენების კონკრეტულ სახელებს არ ასახელებენ, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთ-ერთი მათგანი უთუოდ ლაშა ტალახაძე იქნება, რომელიც უდავო ფავორიტია.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით