ხვიჩას ბედი ხვალ გაირკვევა? "რუბინის" მინიშნება გულშემატკივრებს

20-07-2021, 23:22

ყაზანის "რუბინის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა ისევ გრძელდება. ბოლო კლუბი, რომელიც 20 წლის შემტევს დაუკავშირეს, მიუნხენგლადბახის "ბორუსიაა", თუმცა ჯერ რაიმე კონკრეტულზე საუბარი ნაადრევია.

მანამ, სანამ კვარას ახალი კლუბი გაირკვევა, ქართველი გულშემატკივრები "რუბინის" თითოეულ ქმედებაში მინიშნებას ეძებენ და დღეს მათ კიდევ ერთი საკბილო მიეცათ.

ყაზანელთა მიერ ატვირთულ ვიდეოში ჩანს "რუბინის" თავკაცი, ლეონიდ სლუცკი, რომელსაც გუნდის 3 ფეხბურთელი უახლოვდება. ამის შემდეგ კი კადრი ეკრანზე გადადის, სადაც ვკითხულობთ: 21 ივლისი, 17:00 საათი.

ცნობისთვის, ყაზანელებს მატჩი 24 ივლისამდე არ აქვთ, ამიტომ ეს რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი უნდა იყოს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ვიდეოში გამოჩენილ 3 ფეხბურთელს შრის ხვიჩა არცერთია, ოპტიმიზმის საფუძეელი ნამდვილად გვაქვს...

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით