რას წერენ გერმანელი ქომაგები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე

21-07-2021, 23:25

"Football Transfer"-ის ინფორმაციით, ქართველი შემტევის დამატებით მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" სურს.

ინტერნეტ-პორტალის ინფორმაციით, გერმანელებმა გუნდის გაძლიერება გადაწყვიტეს და ამისთვის 20 წლის კვარაცხელია და 23 წლის რომეინ ფავრი შეარჩიეს.

აღსანიშნავია, რომ გერმანული კლუბის გულშემატკივრები ტრანსფერის საკითხს დადებითი კუთხით მიუდგნენ და პოზიტიური კომენტარები დაწერეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

"ხვიჩა კავარცხელიას და მიონხენგლადბახის ბორუსიას თქმა - ეს რაღაც ლინგვისტური ატესტაციის მსგავსია".

"გთხოვთ, გაუფორმეთ მას კონტრაქტი".

"თუ ხვიჩა გადმოვა, ეს ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერი იქნება".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით