მიქაუტაძე და ჩაკვეტაძე ერთმანეთის წინააღმდეგ

21-07-2021, 13:14

ევროპული გუნდები ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად იწყებენ. გამონაკლისი არც გიორგი მიქაუტაძის "მეცია", რომელიც პრესეზონზე 7 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 

ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათი მეტოქე "გენტი" იქნება, რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე იცავს. აღსანიშნავია, რომ "მეცი" ლუქსემბურგულ RFCU-სთან მატჩს დახურულ კარს მიღმა ჩაატარებს, დანარჩენ თამაშებზე კი გადაწყვეტილებას ეპიდვითარების მიხედვით მიიღებს. 

გიორგი მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის გუნდები ერთმანეთს 25 ივლისს დაუპირისპირდებიან. დიდი ალბათობით, მოედანზე ორივე ქართველ ფეხბურთელს ვიხილავთ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით