რუსული პრესა: "რუბინი" კვარაცხელიას ტრანსფერს შეეგუა

21-07-2021, 13:19

ყაზანის "რუბინის" ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ქართველი გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. რუსულმა გამოცემა Спорт-Экспресс-მა ყაზანურ კლუბს სტატია მიუძღვნა, სადაც ქართველ შემტევზეც ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ მას უამრავ კლუბს უკავშირებენ, ხვიჩას მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჯერჯერობით, კვარაცხელიას სანაცვლოდ "რუბინს" ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.

კლუბში მის დარჩენას არ გამორიცხავენ, თუმცა ამასთან ერთად, თითქოსდა ეგუებიან, რომ მომდევნო სეზონის დაწყება ხვიჩას გარეშე მოუწევთ. ის წასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დარჩენასთან, თუმცა დიდი ალბათობით, ქართველის ტრანსფერი ზაფხულის ბოლომდე გაიწელება
,"- წერს გამოცემა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით