ბექაური: გულშემატკივარი ჩვენგან ბევრ მედალს უნდა ელოდოს

21-07-2021, 13:24

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა მოახლოვდა, ქართველი გულშემატკივარი კი ჩვენებური სპორტსმენებისგან ბევრ მედალს ელის. ამის თქმა განსაკუთრებით ძიუდოისტებზე შეიძლება, რომლებმაც წარმატებას მიგვაჩვიეს. 

90კგ წონითი კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა ქართველ გულშემატკივარს მიმართა:

„მზადება სრული ძალებით დავიწყეთ. ვფიქრობ, ნაკრები ოპტიმალურ ფორმაშია და გულშემატკივარი ჩვენგან ბევრ მედალს უნდა ელოდოს. ჩვენი სამშობლოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ფანები გავახაროთ," - განაცხადა ბექაურმა. 

ძიუდოისტები საქმეში 24 ივლისს ჩაერთვებიან, თავად ლაშას კი 28 ივლისს ვიხილავთ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით