"არსენალი" ბეილისთვის ბრძოლაში "ასტონ ვილასთან" მარცხდება

21-07-2021, 17:18

"არსენალი" ლევერკუზენის "ბაიერის" შემტევის, ლეონ ბეილისთვის ბრძოლაში "ასტონ ვილასთან" მარცხდება, - იტყობინება Football Insider.

წყაროს თანახმად, 23 წლის ფეხბურთელის თაობაზე "ფარმაცევტებს" ორივე კლუბიდან დაუკავშირდნენ.

"ვილადან" გამომავალმა წყარომ Football Insider-ს შეატყობინა, რომ იამაიკელი მოთამაშის დამატებასთან კლუბი ძალიან ახლოსაა.

ინგლისური კლუბების ყურადღება ბეილმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით მიიქცია, სადაც მან 9 გოლსა და 9 ასისტს მოუყარა თავი.

ლეონი ევროპალიგაზეც გამოირჩა, სადაც ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლი შეაგდო.

იამაიკელს "ბაიერთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ "ასტონ ვილამ" "არსენალი" ამ ზაფხულს სატრანსფერო ბრძოლაში ერთხელ უკვე დაამარცხა - "ნორვიჩის" არგენტინელმა ფანტაზისტამ, ემილიანო ბუენდიამ კარიერის გაგრძელება სწორედ "ვილა პარკზე" არჩია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით