რა უთხრა რონალდომ რაკიტიჩს 2019 წელს - ხორვატის განცხადება

21-07-2021, 18:36

"ბარსელონას" ყოფილმა და "სევილიას" ამჟამინდელმა ფეხბურთელმა ივან რაკიტიჩმა 24sata-სთან 2019 წლის ზაფხული გაიხსენა, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ დაუკავშირდა.

"2019 წლის ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუ პერსონალურად დამიკავშირდა. მისი რჩევა იყო, რომ მე "იუვენტუსში" გადავსულიყავი და თანაგუნდელები გავმხდარიყავით.

პორტუგალიელმა მითხრა, რომ ჩემი ტრანსფერი "ბებერ ქალბატონსაც" სურდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა. "ბარსელონას" ტრანსფერის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო სურდა, რაც ძალიან ბევრი იყო.

რონალდო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთეოს მოთამაშეა. ის,რასაც კრიშტიანუ იუვენტუსში აკეთებს, ნამდვილად სასიამოვნო სანახავია", - განაცხადა რაკიტიჩმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით