ვინ არის ოქროს ბურთის მოპოვების ფავორიტი - განახლებული კოეფიციენტები

21-07-2021, 18:46

როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ოქროს ბურთის დაჯილდოება კორონა ვირუსის პანდემიის გამო გაუქმდა, შესაბამისად, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო დეკემბერში ბოლო 2 წელიწადში პირველად გაიცემა.


როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ფეხბურთი უკვე დასრულებულია, გუნდები ახალი სეზონისთვის ემზადებიან, ხოლო ოქროს ბურთის სავარაუდო მფლობელებზე საუბრები არ წყდება.

"ბარსელონაში" ინდივიდუალურად ზღაპრული სეზონის შემდეგ, ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელი ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ მოპოვების მთავარი კანდიდატია, რაც კოეფიციენტებშიც კარგად ისახება.
SBD-ის პროგნოზით, ოქროს ბურთის მოპოვების ფავორიტთა კოეფიციენტები ასეთია:

  1. ლიონელ მესი - 1.25
  2. კრიშტიანუ რონალდუ - 7.0
  3. რობერტ ლევანდოვსკი - 7.0
  4. ნგოლო კანტე - 8.0
  5. ჰარი კეინი - 9.0
  6. რაჰიმ სტერლინგი - 11.0
  7. ჟორჟინიო - 14.0
  8. კევინ დე ბრუინი - 16.0
  9. ნეიმარი - 20.0
  10. ჩირო იმობილე - 25.0

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით