გორეცკა "ბაიერნთან" ვერ თანხმდება - გერმანელს 3 გრანდი უმიზნებს

21-07-2021, 19:35

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველით, ლეონ გორეცკათი "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან.

26 წლის ფეხბურთელს ბავარიელებთან კონტრაქტი გაისად ეწურება, მისი გახანგრძლივება კი ჯერ ვერ ხერხდება.

გორეცკა "რეკორდმაისტერისგან" წელიწადში 19.5 მილიონ ევროს ითხოვს, - იმას, რასაც კლუბი დავიდ ალაბას სთავაზობდა, მანამ, სანამ იგი "რეალს" შეუერთდებოდა - თუმცა "ბაიერნი" მხოლოდ 8.5-10.5 მილიონი ევროს მოცემაზეა თანახმა.

როგორც ირკვევა, ბავარიულმა გრანდმა დააწესა შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელის ხელფასი 17 მილიონ ევროს არ უნდა აღემატებოდეს, რისი მიზეზიც კოვიდპანდემიის მიერ მიყენებული ფინანსური ზიანია.

იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა იანვრამდე ვერ მოილაპარაკეს, ლეონს სხვა კლუბებთან საუბრის საშუალება ექნება და თუ BILD-ს დავუჯერებთ, ამით სარგებლობაზე უკვე 3 გრანდი ფიქრობს.

გორეცკამ გასულ სეზონში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 9 გოლი და გააკეთა 8 ასისტი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით