მორიგი სპორტსმენი პოლიტიკაში - ხინჩეგაშვილი გორის მერობისთვის იბრძოლებს

21-07-2021, 21:46

ქართული ტელეკომპანია "ფორმულას" წყაროს ინფორმაციით, ფრაქცია "ქართული ოცნება" გორის მერობის კანდიდატად თავისუფალი სტილის მოჭიდავეს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს წარადგენს.

წყაროს ცნობით, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონის კანდიდატურაზე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს და მას მხარი ერთბაშად დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილი ემდიის ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როდესაც მისი კოლეგის ზურაბ დათუნაშვილის ძალადობის ბრალდებთ დაკავებულ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გიგა გეგეშიძეს მხარდამჭერ აქციაზე მოხვდა და ამ ძალადობის გამართლება სცადა.

"ჭიდაობაც ძალადობაა. როდესაც სპორტსმენს ვეჭიდავები, ვძალადობ. ამის გამოყენების გარეშე მე ქულას ვერ ავიღებ",- განაცხადა ქართველმა მოჭიდავემ.

ცნობისთვის, ხინჩეგაშვილი ევროპის სამგზის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით