სიმეონე, გვარდიოლა და სხვები - რას ფიქრობენ საუკეთესო მწვრთნელები მესიზე

21-07-2021, 21:59

"ბარსელონაში" დიდებული ინდივიდუალური სეზონის და არგენტინის ნაკრებში კოპა ამერიკის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, ლიონელ მესი მეშვიდე ოქროს ბურთის ჯილდოსკენ მიიწევს. 

არგენტინელი 34 წლის ასაკშიც აგრძელებს მწვერვალების დაპყრობას, ამას კი დასასრული არ უჩანს. გთავაზობთ, თუ რას ფიქრობენ თანამედროვეობის გამორჩეული მწვრთნელები მასზე.

სერ ალექს ფერგიუსონი: "ლიონელ მესის თამაში 1950-იანებშიც შეეძლებოდა, ისევე როგორც დი სტეფანოს, პელეს, მარადონას, კრუიფს - რადგან ისინი ყველა დიდებული მოთამაშეები არიან. ლიონელ მესი, რა თქმა უნდა, ამ კატეგორიაში გადის".

იურგენ კლოპი: "მესის ცუდი ფიზიკური მონაცემები აქვს. თუ იდეალურ მოთამაშეს წარმოიდგენ, მას ექნება რონალდუს სიმაღლე, შეეძლება ისევე სწრაფად სირბილი და მაღლა ხტომა, როგორც რონალდოს, თუმცა მეორე მხარეს არის პატარა მესი, რომელიც ყველაფერს უმარტივესად აკეთებს. მე ის ძალიან მომწონს".

ჟოზე მოურინიო: "მე მესის წინააღმდეგ ჩელსიში, ინტერსა და რეალში ვითამაშე. ეს საოცარია, რადგან მესი გვაიძულებს შევისწავლოთ, გავაანალიზოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ, რაც უკეთეს მწვრთნელებად გვაყალიბებს".

პეპ გვარდიოლა: "მე ჩამომითვალეს 20 მოთამაშე და მკითხეს, არის თუ არა რომელიმე მესის დონის. ბენზემა ამ სიის ერთ-ერთი წარმომადგენელია".

დიეგო სიმეონე: "დიეგო მარადონამ ემოციებით დაგვტვირთა, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ლიონელ მესი მასზე უკეთესი მოთამაშეა".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით