ცნობილია, მიიღებს თუ არა ჩაკვეტაძე "ვოლერენგასთან" მატჩში მონაწილეობას

21-07-2021, 22:25

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" 22 ივლისს კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიულ "ვოლერენგას" დაუპირისპირდება.

ბელგიურმა კლუბმა უკვე გამოაქვეყნა იმ 21 ფეხბურთელის სია, რომლებიც მომავალი მატჩისთვის ემზადებიან. სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელი ამ სიაში არ არის.

ცნობისთვის, 21 წლის ქართველს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა 2020 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ არ მიუღია. ბელგიური გამოცემა Voetbalprimuer-ის ცნობით, ის თამაშისთვის მზად არ არის.

აღსანიშნავია ის, რომ "გენტმა" ჩაკვეტაძე ევროგანაცხადში მაინც შეიყვანა. შესაბამისად, გიორგის საპასუხო მატჩში მონაწილეობის მიღების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით