საბა კვერკველია, შესაძლოა, არაბულ გუნდში გადავიდეს

21-07-2021, 22:34

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა კვერკველიამ გასული სეზონი იჯარის წესით "როტორში" გაატარა, ხოლო ახლა მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი ამოეწურა და კლუბის დატოვებასთან ახლოს არის.

ქართველი ფეხბურთელის აგენტის ივან კარპის განცხადებით, მცველის მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია და ის კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს.

"არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბთან კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს ვართ, თუმცა ყველა წინადადებას განვიხილავთ, რომელიც მოვა"
, - განაცხადა ქართველის აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ საბა კვერკველიას თქმით, ის კარიერის ევროპის ტოპ 5-ში გაგრძელებას გეგმავდა, ბოლო ინფორმაციებით კი, მან "პანათინაიკოსის" წინადადება უარით გაისტუმრა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით