გიორგი წიტაიშვილის ახალი გუნდი ცნობილია

21-07-2021, 22:43

კიევის "დინამომ" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ 20 წლის შემტევი, გიორგი წიტაიშვილი მომდევნო სეზონს ოდესის "ჩერნომორეცში" იჯარით გაატარებს.

წიტაიშვილი "ჩერნომორეცს" სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდა და ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. გიორგისთვის სასიამოვნო უნდა იყოს ის ფაქტი, რომ შავიზღვისპირელებს სათავეში იური მოროზი უდგას - მწვრთნელი, რომელიც ახალგაზრდა შემტევს კიევის "დინამოს" 21 წლამდელთა გუნდში წვრთნიდა.

ოდესელები უკრაინის უმაღლეს დივიზიონს წელს დაუბრუნდნენ და სეზონის პირველ მატჩს 25 ივლისს, ჩერნიგოვის "დესნას" წინააღმდეგ გამართავენ.

რაც შეეხება გიორგის, გასული სეზონის მეორე ნახევარი მან პოლტავის "ვორსკლაში" გაატარა, მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო და თამაშის შანსი არ მისცემია. სხვათა შორის, "დინამოს" ქართველი ერთ შეკრებაზე წაყვა და გოლიც გაიტანა, მაგრამ კიეველთა თავკაცმა, მირზა ლუჩესკუმ ის მაინც გაუშვა ოდესაში.

შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილმა ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით