პოგბა პარიზში არ სურთ - რა ბანერი გამოფინეს "პსჟ"-ს ფანებმა

25-07-2021, 10:43

ბოლო დღეების განმავლობაში, მედიაში აქტიურად იწერება "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას "პარი სენ-ჟერმენში" გადაბარგების შესახებ.

რამდენიმე გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით გუნდებს შორის მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს, თუმცა როგორც ჩანს "პსჟში" პოგბას ხილვა პარიზული კლუბის ქომაგებს არ სურთ.

ფრანგული გრანდის გულშემატკივრები კლუბის ცენტრალური მოედნის წინ ბანერებით არიან გამოსულნი და პოგბას მოუწოდებენ, რომ "პარი სენ-ჟერმენში" არ გადმოვიდეს.

"პოლ უსმინე დედაშენს, მას არ უნდა შენი აქ ყოფნა და ეს არც ჩვენ გვინდა", - ქომაგები მსგავსი ბანერებით აპროტესტებენ ფრანგი ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით