ზიეჩს იჯარით ეპატიჟებიან - მაროკოელმა, შესაძლოა, "ჩელსი" დატოვოს

25-07-2021, 12:01

ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კვალავაც სატრანსფერო ამბებზე გადაერთო.

გამონაკლისი არც იტალიელები არიან. ცნობილმა აპენინურმა გამოცემამ, Calciomercato-მ დღეს მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ცნობილი გახდა, ჩემპიონთა ლიგაზე ახლახანს დაბრუნებული "მილანი" "ჩელსის" მოროკოელი ნახევარმცველის, ჰაკიმ ზიეჩის გადაბირებას გეგმავს. გამომდინარე არც თუ ისე დიდი ბიუჯეტიდან, "როსონერის" მესვეურები ამ უკანასკნელის დამატებას იჯარის წესით გეგმავენ (+გამოსყიდვის უფლება, როგორც ტომორის შემთხვევაში მოხდა).

შეგახსენებთ, რომ ზიეჩი "არისტოკრატთა" რიგებს 2020 წელს შეუერთდა და ამ ხნის მანძილზე "ლურჯთა" ფორმით მხოლოდ 23 მატჩის ჩატარება მოახერხა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით