გრინვუდი: "რონალდუ გასაოცარია, მაგრამ მესი სხვა პლანეტაზეა"

25-07-2021, 12:50

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ვარსკვლავმა, მეისონ გრინვუდმა კლუბის ოფიციალურ მედიასთან ინტერვიუში XXI საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს კითხვას უპასუხა.

"მესი თუ რონალდუ? ეს ყოველთვის მესი უნდა იყოს. ჩემთვის, ის უბრალოდ სხვა პლანეტაზეა.

რა თქმა უნდა, რონალდუ გასაოცარია, ფიზიკურად ძლიერი, ბრწყინვალე ათლეტი, მაგრამ რასაც მესი თავისი აღნაგობის გათვალისწინებით აკეთებს, "ბარსელონაში" და არგენტინის ნაკრებში მოგებული ტიტულები... ლეო სხვა დონეზეა." - თქვა გრინვუდმა.

ინგლისელის ეს განცხადება "ემიუს" ფანების ნაწილს ნამდვილად არ ესიამოვნა, რადგან, მოგეხსენებათ, კრიშტიანუს "წითელი ეშმაკების" ისტორიაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია.

სათქმელია ისიც, რომ გრინვუდი მარჯვენა ფლანგის ცაცია შემტევია და ეს კიდევ უფრო გასაგებს ხდის, თუ რატომაა ლეო მისი კუმირი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით