მხითარიანი: "ოქროს ბურთს ჟორჟინიოს ან მესის მივცემდი"

25-07-2021, 20:17

იტალიური "რომას" ნახევარმცველმა, ჰენრიკ მხითარიანმა 2021 წლის ოქროს ბურთის მომავალ გამარჯვებულზე ისაუბრა.

"ოქროს ბურთს ჟორჟინიოს მივცემდი, რადგან მან ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ამ ჯილდოს მესიც იმსახურებს, რომელმაც არგენტინას ბოლო 28 წელიწადში პირველი ტიტული მოაგებინა." - თქვა მხითარიანმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი მეგავარსკვლავი ამ ჯილდოს მთავარ ფავორიტად განიხილება.

რაც შეეხება ჟორჟინიოს, ოქროს ბურთის მაძიებელთა რიგებში მასაც მოიაზრებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით