რა ეტაპზეა ვარანის ტრანსფერი - ფაბრიციო რომანო

26-07-2021, 13:54

მადრიდის "რეალის" მცველი, რაფა ვარანი, "სამეფო კლუბის" დატოვებას უფრო და უფრო უახლოვდება.

ფრანგი ფეხბურთელის მომავალზე გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, Twitter-ზე ახალი ინფორმაცია შემოგვთავაზა:

ვარანის სანაცვლოდ მადრიდელები "იუნაიტედისგან" ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს დღეებში მიიღებს - "წითელი ეშმაკების" ბორდი თავდაჯერებულია და სავარაუდოა, რომ შეთანხმება მალევე შედგება. 

რაფა პერსონალური კონტრაქტის პირობების შეთანხმებასთან ახლოსაა. მისი პოზიცია ნათელია - ვარანს ახალი გამოწვევები სურს და "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ფრანგისთვის ბრძოლაში სხვა კლუბები ჩართულები არ არიან,
" - წერს რომანო.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით