"ატლეტიკო" ლაუტაროსთვის წელს არა, მაგრამ გაისად იბრძოლებს

26-07-2021, 20:19

"ატლეტიკო მადრიდი" მილანის "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესისთვის ამ ზაფხულს არ იბრძოლებს, თუმცა მის დამატებას გაისად ეცდება.

ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს, რომელიც იტყობინება, რომ არგენტინელს "ნერაძურისთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და თუ მას არ გაახანგრძლივებს, "ინდიელებს" შემდეგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი გადმობირების ბრწყინვალე შანსი ექნებათ.

როგორც იცით, "როხიბლანკოს" ცენტრფორვარდის პოზიციაზე ლუის სუარესი ჰყავს. გუნდს ასევე უკავშირებენ "ბარსელონას" ფრანგ შემტევს, ანტუან გრიზმანსაც, ამიტომ ლაუტაროს შეძენის საჭიროება ახლა ნამდვილად არ დგას.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფორვარდს არა მარტო "ატლეტიკოს", არამედ "რეალსა" და "ბარსასაც" უკავშირებენ.

ლაუტარომ გასულ სეზონში "შავ-ლურჯების" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი, გააკეთა 11 ასისტი და მოიგო სერია ა. არგენტინელი კოპა ამერიკაზეც წარმატებით გამოვიდა, სადაც მეტოქის კარი სამჯერ აიღო და ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით