დავიდ ალაბას კოვიდ-19 დაუდასტურდა

28-07-2021, 19:16

მადრიდის "რეალის" ახალწვეულს, დავიდ ალაბას, კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია "სამეფო კლუბის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიელი მცველი არაა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ამჟამად "რეალის" რიგებში კოვიდი აქვს - რამდენიმე დღის წინ დადებითი პასუხი მოუვიდა კარიმ ბენზემასაც, რომელიც ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. 

ფრანგი შემტევის მსგავსად, ალაბა კარანტინში გადაინაცვლებს, მანამ, სანამ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი არ მოუვა. ბენზემაც და ალაბაც კარლო ანჩელოტის შეკრებას გამოაკლდნენ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით