ლევანდოვსკი "ჩელსიში"? - "ბაიერნის" პრეზიდენტის განცხადება

28-07-2021, 19:24

სეზონის დასრულების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკის გარშემო უამრავი ჭორი აგორდა, ყველაზე აქტიურად კი პოლონელი ფორვარდი ლონდონის "ჩელსის" დაუკავშირეს.

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ჰარბერტ ჰაინერმა, ლევანდოვსკის მომავალზე ისაუბრა:

მას ჩვენთან კიდევ 2 წლიანი კონტრაქტი აქვს და გარწმუნებთ, რომ ის ამ დროის განმავლობაში "რეკორდმაისტერის" ღირსებას დაიცავს. რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, რომ შესაძლოა, პოლონელმა ფორვარდმა ჩვენთან ახალი ხელშეკრულბაც გააფორმოს, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ - მომავალ სეზონებში ლევანდოვსკი "ბაიერნის" ფეხბურთელი იქნება," - განაცხადა მან.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით