"ჩელსი" კიეზას არ ეშვება

29-07-2021, 11:24

მიუხედავად იმისა, რომ ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფედე კიეზას გაშვებას არ გეგმავს, ლონდონის "ჩელსი" იტალიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არ წყვეტს. 

SPORT1 იტყობინება, რომ "არისტოკრატები" უახლოეს მომავალში კიეზას სანაცვლოდ შეთავაზების გაკეთებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ლონდონელთა გარდა, მის რადარზე "ლივერპული" და მიუნხენის "ბაიერნიც" არიან.

ისეთი სანდო წყარომ, როგორიც ფაბრიციო რომანოა, არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ ზაფხულში "ბებერი ქალბატონი" კიეზას გაშვებას არ აპირებს - ის ტურინელთა სამომავლო გეგმებშია.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით