კარვახალმა ახალი კონტრაქტი გააფორმა

29-07-2021, 14:27

მადრიდის "რეალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დანი კარვახალმა, "სამეფო კლუბთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.

Cope-ს ინფორმაციით, ესპანელმა განაპირა მცველმა ხელშეკრულება 2024 წლამდე გააფორმა, მხარეები კი გარიგებას ოფიციალურ სახეს პარასკევს მისცემენ. ჯერჯერობით, ახალი კონტრაქტის ფინანსური პირობები უცნობია. 

აღსანიშნავია, რომ კარვახალი "სამეფო კლუბის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. გასული სეზონი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა - ტრავმების გამო, "რეალის" მაისურის მორგება მხოლოდ 15-ჯერ მოასწრო.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით