გრიგალავა: "ხვიჩა ევროპაში ახლავე უნდა წავიდეს"

29-07-2021, 23:59

გამოცდილმა ქართველმა მცველმა, გია გრიგალავამ Sport24-ს ინტერვიუ მისცა.

31 წლის უკანახაზელმა თავისი თანამემამულისა და ყაზანის "რუბინის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"ხვიჩას მრჩევლები უხვად ჰყავს. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩემგან რჩევა არასდროს უთხოვია. თუ მომმართავს, აუცილებლად გავანდობ ჩემს აზრს.

მე თუ მკითხავთ, სჯობს, კვარაცხელია ახლავე წავიდეს. რაც უფრო მალე იზამს, მით უკეთესი. ვფიქრობ, რომ ევროპისთვის მზადაა."
- თქვა გრიგალავამ.

შეგახსენებთ, რომ თავად გიას მთელი კარიერა (კვიპროსში გატარებული წელიწად-ნახევრის გამოკლებით) რუსეთში აქვს გატარებული. რაც შეეხება კვარაცხელიას, მას უამრავ ევროპულ კლუბს უკავშირებენ. ბოლო პერიოდში გაჟღერდა "მილანის", "გლადბახისა" და "ტოტენჰემის" სახელები.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით