• 20-06-2023
    ლუიზ ენრიკეს "პსჟ"-ში "რეალის" ვარსკვლავი სურს - საუბარია 100 მილიონზე
    ლუიზ ენრიკეს "პსჟ"-ში "რეალის" ვარსკვლავი სურს - საუბარია 100 მილიონზე

    ბევრი იწერება, რომ ლუიზ ენრიკე "პარი სენ-ჟერმენს" ჩაიბარებს.

    Defensa Central-ის ინფორმაციით, ესპანელ სპეციალისტს პარიზულ გუნდში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის როდრიგო გოეშის ხილვა სურს.

    თუმცა ბუნებრივია ეს ტრანსფერი თითქმის გამორიცხულია. ბრაზილიელი მომავლის პროექტის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ითვლება.

    გარდა ამისა, წასვლის სურვილი არც თავად როდრიგოს ექნება, ვინაიდან იგი მომავალი წლიდან უკვე სასტარტოს მუდმივი წევრი იქნება.

    როგორც გამოცემა წერს, ტრანსფერის შემთხვევაში პარიზელებს მინიმუმ 100 მილიონის გადახდა მოუწევთ.

    Facebook კომენტარები