"უბედნიერესი ვარ" - ვილი სანიოლი "დინამო ბათუმს" ულოცავს

30-07-2021, 23:57

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლმა, ბათუმის "დინამოს" ბორისოვის "ბატესთან" მოპოვებული გამარჯვება და კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა მიულოცა.

"უბედნიერესი ვარ. მინდა, რომ "დინამო ბათუმს" ეს ფანტასტიკური მატჩი და გამარჯვება მივულოცო. წარმატებები შემდეგ რაუნდში. მიეცით მთელ ქვეყანას იმის საშუალება, რომ თქვენით იამაყონ!" - წერს ვილი.

შეგახსენებთ, რომ ზღვისპირელებმა ბელარუსში გამართული შეხვედრა გამანადგურებელი ანგარიშით (1:4) მოიგეს და მომდევნო ეტაპზე თურქულ "სივასპორს" დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება სანიოლს, მის დამოძღვრილ "ჯვაროსნებს" უახლოესი შეხვედრები სექტემბერში ელით. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების საშინაო შეხვედრებს სწორედ ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით