შენგელია "ბოავიშტაში" ტრანსფერს უახლოვდება

31-07-2021, 13:30

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ლევან შენგელია, დიდი ალბათობით, კარიერას "ბოავიშტაში" გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიურმა გამოცემა "რეკორდმა" გაავრცელა - წყარო იტყობინება, რომ გუნდი მას პაულინიოს შემცვლელად განიხილავს, რომელიც კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

როგორც ირკვევა, შენგელია პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტს 2024-წლამდე გააფორმებს. ლევანი "ბოავიშტას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან მან "კონიასპორი" ხელშეკრულების დასრულებისთანავე დატოვა.

"ბოევიშტა" ამჟამად პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს, მათ გასული სეზონი მე-13 ადგილზე ჩაამთავრეს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით