არნოლდმა "ლივერპულთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

31-07-2021, 14:02

"ლივერპულის"ერთ-ერთმა ლიდერმა, ტრენტ ალექსანდრ არნოლდმა მერსისაიდულ გრანდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ინგლისელი განაპირა მცველის ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ის წითლების ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს. გარდა არნოლდისა, "ლივერპულის" გეგმებში ისეთი ლიდერების შენარჩუნებაა, როგორებიც ალისონ ბეკერი, სადიო მანე და მოჰამედ სალაჰი არიან.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ "ლივერპული" კვლავ მენდო და ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, გადაწყვეტილების მიღება კი არც გამჭირვებია. როცა ვაანალიზებ, რომ აქ კიდევ უფრო დიდ ხანს დავრჩები, ძალიან მსიამოვნებს." - განაცხადა არნოლდმა.

შეგახსენებთ, რომ ტრენტი მერსისაიდული გრანდის აკადემიის აღზრდილია - ის კარიერის საწყისი ეტაპიდან სწორედ "ლივერპულის" ღირსებას იცავს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით