რაფაელი: "ვინც მანჩესტერის პროგრესს ვერ ამჩნევს, სხვა სპორტს უყურებს"

31-07-2021, 16:15

"წითელი ეშმაკების" ყოფილმა მოთამაშემ, რაფაელ დე სილვამ მედიასთან საუბრისას "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ კომენტარი გააკეთა.

"იუნაიტედის პროგრესი წინა სეზონში დაიწყო, ვინც ვერ ამჩნევს ამ გუნდის წინსვლას სხვა სპორტს უყურებს და არა ფეხბურთს.

ძალიან მიყვარს მანჩესტერი და ასევე მათი მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი, ვიმედოვნებ, რომ წითელი ეშმაკები პრემიერ ლიგის მოპოვებას შეძლებენ." - განაცხადა რაფაელმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მცველი "იუნაიტედის" რიგებში 2008-2015 წლებში ირიცხებოდა და ამ დროის განმავლობაში "მანჩესტერი" 3-ჯერ გახდა პრემიერ ლიგის მფლობელი, ამჟამად რაფაელი თურქულ "ბაშაშექშირში" ასპარეზობს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით