მორენომ შვებულება ნაადრევად დაასრულა - ხერარდი "ჩელსისთან" მატჩისთვის ემზადება

31-07-2021, 20:25

"ვილიარეალის" ნაკრების ცენტრფორვარდმა, ხერარდ მორენომ, კუთვნილი შვებულება ნაადრევად დაასრულა და "სიუდად დეპორტივას" დაუბრუნდა, რათა ევროპის სუპერთასისთვის დაიწყოს მზადება.

მადრიდული Marca-ს თანახმად, გამოცდილი ფორვარდი ვალენსიურ კლუბში ოთხშაბათს დაბრუნდა და ბუნებრივია, თბილი დახვედრაც მიიღო, რადგან ხერარდი გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაა. 

წყაროს ცნობით, 29 წლის შემტევმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და თანაგუნდელებსაც შეუერთდა.

ლა ლიგის გასულ გათამაშებაში ხერარდმა 23 გოლსა და 7 ასისტს მოუყარა თავი, ევროპალიგაზე კი მისი მონაგარი შემდეგნაირი გახლდათ: 7 გოლი, 4 ასისტი. 

შეგახსენებთ, რომ "ვილიარეალი" 11 აგვისტოს ევროპის სუპერთასის მატჩს ჩაატარებს, სადაც ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ესპანელებმა ამა წლის მაისში მოიპოვეს, როცა ევროპალიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხეს და ეს ტიტული ისტორიაში პირველად მოიგეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით