მიზეზი, რის გამოც მილანს ზიეჩი კვარაცხელიაზე იაფი დაუჯდება

31-07-2021, 22:41

"მილანი" ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით აქტიურად ინტერესდებოდა, თუმცა გამომდინარე ქართველი ფეხბურთელის მაღალი სატრანსფერო ღირებულებისა, რომელიც 20-30 მილიონ ევროს შეადგენს, "როსონერი" მის გადაბარგებას ვერ ახერხებს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მილანელთა მიზანი ისეთი შემტევის ყიდვაა, რომელიც იაფი დაჯდება, ან მისი აყვანა იჯარის წესით იქნება შესაძლებელი. გამომდინარე აქედან, "რუბინის" ლიდერიდან "მილანი" ჰაკიმ ზიეჩზე გადაერთო, რადგან მაროკოელი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

კერძოდ, ზიეჩი მზადაა, "არისტოკრატები" დატოვოს, ლონდონელები კი მზად არიან, ჰაკიმი იაფად გაყიდონ ან იჯარით გაუშვან - ეს სწორედ ისაა, რაც "როსონერის" უნდა, ამიტომ ამ გადმოსახედიდან, კვარაცხელიაზე გაცილებით რეალური მისი ტრანსფერია. რაც შეეხება ხვიჩას - ის ამჯამად კვლავ რუსული გუნდის ღირსებას იცავს, მიუხედავად ბევრი მსურველისა, ქართველი ჯერჯერობით ევროპულ  კლუბს ვერ უერთდება.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით