• 20-06-2023
    ანჩელოტის და "რეალს" შორის ურთიერთობა ოდნავ დაიძაბა - რა არის ამის მიზეზი
    ანჩელოტის და "რეალს" შორის ურთიერთობა ოდნავ დაიძაბა - რა არის ამის მიზეზი

    მადრიდის "რეალის" მთავარ მწრთვნელ კარლო ნაჩელოტისა და კლუბს შორის ურთიერთობა ოდნავ დაიძაბა.

    ამის შესახებ ინფორმაციას Relevo ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, მიზეზი ბოლო ცნობებია, რომლის თანახმადაც კარლო მომავალ წელს ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს.

    როგორც ჩანს, გავრცელებული ჭორები "სამეფო გუნდში" არ მოეწონათ.

    თავის მხრივ, პრეტენზია კლუბის მიმართ თავად ანჩელოტისაც აქვს. კერძოდ, მას ფლორენტინო პერესი შეტევის ვარსკვლავით გაძლიერებას შეპირდა, თუმცა ჯერჯერობით პრეზიდენტი პირობას ვერ ასრულებს.

    Facebook კომენტარები