რა ნომრით იასპარეზებს მოიზე კინი "იუვენტუსში"

2-09-2021, 17:00

როგორც მოგეხსენებათ, "იუვენტუსმა" უკვე ოფიციალურად დაადასტურა მოიზე კინის ტრანსფერი.

იტალიელი ფორვარდი "ბიანკონერისთან", იჯარით, 2023 წლის აგვისტომდე იასპარეზებს.

ჯამში "ბებერ ქალბატონს" მისი შეძენა 8,3 მილიონი დაუჯდა, თუმცა თუ "ბებერი ქალბატონი" პერმანენტულად შეძენას შეეცდება, მაშინ 28 მილიონი დაუჯდება. 

უკვე ცნობილია, რომ მოიზე "ზებრებში" 18 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით