"იუვენტუსის" ახალგაზრდა ფეხბურთელი გარდაიცვალა

5-09-2021, 23:44

ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ბრაიან დოდენმა სიცოცხლე 17 წლის ასაკში დაასრულა.

ამის მიზეზი სიმსივნის დიაგნოზი გახლავთ, რომელიც ბრაიანს მაშინ დაუსვეს, როცა ის 12 წლის იყო.

დოდენის გარდაცვალებას ემოციური პოსტით გამოეხმაურა "ბიანკონერის" ყოფილი და "მანჩესტერ იუნაიტედის" მოქმედი ნახევარმცველი, პოლ პოგბა. ფრანგს ბრაიანთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, რაც ამ პოსტშიც გამოჩნდა.

"ძალიან სამწუხარო ამბავია. ფიქრებით და ლოცვებით თქვენს ახლობლებთან ვარ. არასდროსაა იოლი, როცა საყვარელ ადამიანს კარგავ, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრები. მშვიდად განისვენე, ბრაიან, მოგვენატრები!" - წერს პოლი.

პოგბასა და დოდენს დიდი ხნის ნაცნობა ჰქონდათ. 2015 წელს, როცა პოლმა ტურინულ დერბიში გაიტანა, გოლი მან სწორედ ამ ბიჭს მიუძღვნა. პოგბას წყალობით, ბრაიანი "იუვეს" გასახდელშიც მოხვდა, რითაც ბავშვობის ოცნება აისრულა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით