“მას შეუძლია შემცვალოს”- ჯორჯო კიელინი

6-09-2021, 17:17

როგორც მოგეხსენებათ, 37 წლის ვეტერანმა, ჯორჯო კიელინიმ "ბებერ ქალბატონთან" 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

დიდი ალბათობით, ეს მისი უკანასკნელი კონტრაქტი იქნება ტურინულ კლუბთან. 

მაგრამ ვინ ჩაანაცვლებს იტალიელს "იუვეში". Football Italia- ს ინფორმაციით, ამაზე თვით კიელინიმ გააკეთა კომენტარი. 

"ყოველთვის მომწონდა ბორუსიას მანუელ აკანჯი, რადგან მას აქვს ტალანტი, რომ გახდეს ერთ- ერთი საუკეთესო. 

ამისთვის საჭიროა პატარა ბიძგი. ამავდროულად იგი ისეთ ასაკშია, რომ კარიერის პიკს უახლოვდება. 

როცა კარიერას დავასრულებ, თავისუფალი ადგილი იქნება. მას შეუძლია ჩემი შეცვლა."- განაცხადა ლეგენდარულმა მცველმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით