ჩეფერინი: "არ მადარდებს, თუ "რეალი", "ბარსა" და "იუვენტუსი" უეფადან გავლენ"

10-09-2021, 23:44

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი აგრძელებს იმ სამ კლუბზე თავდასხმას, რომლებიც ჯერ კიდევ ევროპის სუპერლიგის წევრებად ითვლებიან.

"არ ვიდარდებ, თუ ისინი ("ბარსელონა", "რეალი", "იუვენტუსი") უეფას დატოვებენ.

ძალიან სასაცილოა, რომ მათ ახალი ტურნირის შექმნაც სურთ და ისიც უნდათ, რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშონ.

სამივე კლუბს არაკომპეტენტური პრეზიდენტი ჰყავს. მათ ფეხბურთის მოკვლა სცადეს," - ციტირებს Spiegel ჩეფერინის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგას 12 დამაარსებელი კლუბი ჰყავდა, თუმცა მხოლოდ 3 შემორჩა. მათ შორის ერთ-ერთია "ბარსაც".

უეფა ხსენებულ კლუბებს უამრავჯერ დაემუქრა, მაგრამ ისინი პროექტიდან გასვლაზე არც კი ფიქრობენ. ჟოან ლაპორტამაც ("ბარსელონას" პრეზიდენტი) და ფლორენტინო პერესმაც ("რეალის" პრეზიდენტი) არაერთხელ თქვეს, რომ ევროპის სუპერლიგის პროექტი ცოცხალია და ის აუცილებლად განხორციელდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით