სპალეტი: "ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ"

11-09-2021, 23:22

Who needs Ronaldo ? - "იუვენტუსის" ქომაგს ცნობილი ფრაზა ცუდად შემოუტრიალდა და კრიშტიანუს წასვლის შემდეგ, ტურინელებმა სერია ა-ში ზედიზედ მეორე მარცხი იგემეს.

სახლში, "ემპოლისთან" მარცხი მასიმილიანო ალეგრისთვის კოშმარული სიზმრის დასასრული არ აღმოჩნდა და დღეს, დიეგო არმანდო მარადონა სტადიონზე, "ნაპოლიმაც" მოუგო "ბებერ ქალბატონს".

უპირატესობა მეტოქის შეცდომით სტუმრებმა მოიპოვს და ალვარო მორატამ ანგარიში გახსნა, თუმცა შემდეგ თავი მატეო პოლიტანომ და კალიდუ კულიბალიმ გამოიჩინეს, რისი დახმარებითაც ნეაპოლელებმა მოიგეს.

მატჩის შემდეგ, ლუჩიანო სპალეტიმ მედიასთან ისაუბბრა და კალიდუ კულიბალი შეაქო, რომელმაც გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე გაიტანა.

"მწვრთნელი შესვენებაზე ცვლილებებს აკეთებს, თუმცა ამ დროს ფუნდამენტალური და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეების რეაქციაა.

არავინ გჩუქნის შედეგს, მატჩის შემოსატრიალებლად უნდა იბრძოლო. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ადამ უნასის შემოსვლის შემდეგ მეტი სივრცე გამოჩნდა.

ორივე გუნდი ბევრ შეცდომას უშვებდა, რადგან ფეხბურთელებზე ზეწოლა იყო. იუვენტუსმა უკან დაიწია და მათი განაპირა მცველები პრობლემებს გვიქმნიდნენ, რადგან ისინი სახიფათოდ აწვდიდნენ.

კულიბალი ნამდვილად გამოსარჩევია, ის ყოველთვის სხვაზე მეტს აკეთებს, არის ლიდერი და დიდებული ადამიანი. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და არა ის, რასაც ვამბობთ.

გამარჯვება დავიმსახურეთ, თუმცა ეს მარტივი მოგება არ იყო"
, - განაცხადა სპალეტიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით