ოქრიაშვილი მოედანზე შეუძლოდ გახდა - განცხადებას აპოელის მწვრთნელი აკეთებს

13-09-2021, 23:58

კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში ნიქოზიის "აპოელი", სადც გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი ასპარეზობენ, "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

ცნობისთვის, სამივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო თერთმეტეული ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მატჩის 36-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და შეცვლა მოითხოვა.

მატჩის შემდეგ, ნიქოზიელთა მთავარმა მწვრთნელმა სოფრონის ავგუსტიმ განაცხადა, რომ ქართველის დაზიანება კუნთოვანი სახის არ არის და მან თავი უბრალოდ შეუძლოდ იგრძნო.

"ოქრიაშვილი თავს კარგად არ გრძნობდა, შეცვლაც ამიტომ მოითხოვა. ახლა მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს დაზიანება კუნთოვანი სახის არ არის"
, - განაცხადა სპეციალისტმა.

როგორც ირკვევა, თორნიკეს სიცხე ჰქონდა, ის უახლოეს ხანში კორონავირუსის ტესტს გაიკეთებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით