"თქვან, რა საკვირველია, სათქმელი უნდა დააფიქსირონ" - კობიაშვილმა თავისი ნათქვამი განმარტა

14-09-2021, 13:33

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის გადაცემაში "სპორტი იმედზე" სტუმრობამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

კობიაშვილმა გადაცემაში საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები მიმოიხილა, თუმცა გარკვეული დრო მან "ჯვაროსნების" გამკრიტიკებელთა კრიტიკას მოანდომა და საყოველთაო შეხედულების თანახმად, ძმებ არველაძეებს გაკრა კბილი.

ყოფილი თანაგუნდელის განცხადებას გუშინ შოთა არველაძემ უპასუხა. ამის მერე კი, ფედერაციის პრეზიდენტმა თავისი სიტყვები განმარტა.

"აქ იმაზე არაა საუბარი, რომ შოთის ან აჩის არა აქვთ უფლება, თქვან. რასაკვირველია, სათქმელი უნდა დააფიქსირონ. ჩემი რეაქცია რასთან დაკავშირებითაც იყო, ის ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშს შეეხო.

შინაარსობრივად აცდენა არ გვაქვს,მეც ასეთივე კრიტიკული ვიყავი. თუმცა, ბულგარეთში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს ანტალიის შეკრება ხომ არააო?!

სამი მცველით ითამაშებ თუ არა, საერთოდ არაფერ შუაშია, პრობლემა სხვა რამეშია.

რა იცი, რომ ამ ტაქტიკით თამაშზე ნავარჯიშები არ აქვთ? იქ იყავი?!"
- თქვა კობიაშვილმა რუსთავი ორის გადაცემაში "სპორტის საათი".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით