"რა მიხვედრა უნდა, რომ ატყუებენ" - ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს

14-09-2021, 13:41

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ ყაზანის "რუბინის" შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის ჩემპიონატიდან აბარგება ურჩია.

კ"ვარაცხელიაზე დღეში 15 ნიუსი ამოვარდება ხოლმე ფეისბუქზე:

კვარაცხელიათი ესა და ეს დაინტერესდა... ისა და ის დაინტერესდა... რატომ ვერ შედგა ტრანსფერი... შეთანხმება თითქმის დასრულებულია... შეთანხმება ჩაიშალა... აი დაუსრულებლად.

დროზე თუ არა წავა მაგ რუსეთიდან, დაღუპავენ მის კარიერას ეგ "სავეტსკი" "ძელეცები". წავიდეს თუნდაც საშუალო დონის კლუბში ჯერ და მერე დამსახურების მიხედვით, მიეცემა შანსი გრანდებში. რა მიხვედრა უნდა, რომ ატყუებენ.

ეს ვითომ საფეხბურთო აგენტები.  20 წლის ყოფილა უკვე, რაც თანამედროვე ფეხბურთში სულაც აღარ მიიჩნევა პატარა ასაკად", - წერს სანაია "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, რომ 20 წლის გარემარბს მთელი ზაფხულის მანძილზე უქადდნენ რუსეთის პრემიერლიგიდან წასვლას. კვარას აქტიურად უკავშირებდნენ "მილანს", "ტოტენჰემს", "სევილიასა" და სხვა კლუბებს, თუმცა მისი ყაზანიდან გამოხსნა ვერ მოხერხდა.

სხვათა შორის, ხვიჩამ გუშინ "ურალის" წინააღმდეგ ითამაშა და 1 ასისტიც მიითვალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით